საოცრებათა ქვეყანა!
იდგა ჩვ.ერამდე 332 წელი. მაკედონელის არმიამ ალყა შემარტყა ქალაქ ტიროსს.
უეცრად უძლეველი არმიის მეომრები შიშმა შეიპყრო, პურში გაჩნდა წითელი ლაქები,
რომლებიც სისხლის ლაქების წააგავდა. მაკედონელის ერთერთმა ბრძენმა ასე ახსნა
ეს მოვლენა:"სისხლის ლაქები ღმერთის ნიშანია, რადგან ისინი მოთავსებულია პურის შიგნით,ეს აღნიშნავს იმ მეომრების სიკვდილს რომლებიც, ალყაში არიან მოქცეულნი.
ბრძენის სიტყვებმა ისე გაამხნევა მეომრები,რომ მათ სწრაფად აიღეს ქალაქი.
მაგრამ, რა იყო რეალურად ამ ლაქების გაჩენის მიზეზი, რამაც მორიგი გამარჯვება მოუტანა უძლეველ არმიას? მაშინ არავინ იცოდა რომ ეს ერთ-ერთი ბაქტერიის
Serratia marcesens-ის მოქმედების შედეგი იყო.
მოსწავლეები იმოგზაურებენ მიკრობთა უცნობ სამყაროში. აღმოაჩენენ საინტერესო
ფაქტებს. დააჯგუფებენ მათ ადამიანისათვის საზიანო და სასარგებლო მიკრობებად.
შქმნიან ბუკლეტებს და გაავრცელებენ სკოლაში.